Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯონ ელკანი:“ გავყიდი თუ არა იუვენტუსს ?…“

იუვენტუსის მფლობელმა ჯონ ელკანმა იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ტურინულმა გრანდმა შესაძლოა მფლობელი შეიცვალოს, კომენტარი გააკეთა.

„მე იუვენტუსის გაყიდვას არ ვაპირებ. ეს გუნდი ბაბუაჩემის ერთ-ერთი უდიდესი დანატოვარია, რომლის მიმართ მას წარმოუდგენელი სიყვარული აკავშირებდა.

„ანდრეა ანიელი ? ანდრეამ იუვენტუსში შესანიშნავად იმუშავა და გუნდს უამრავი ტიტული მოუტანა. მან გუნდი პირველ რიგში იუვენტუსის ინტერესდებიდან გამომდინარე დატოვა და აპირებს ბრძოლას იმ ბრალდებების წინააღმდეგ, რომელიც დამტკიცებული არ არის.“