Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯორდანო:“ ლუკაკუ იბრასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ თავის თავს არ ჰგავს“

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის ბრუნო ჯორდანოს აზრით, მილანურ დერბიში იბრაჰიმოვიჩთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ლუკაკუ იგივე ფეხბურთელი აღარ არის…

„დერბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელუ ლუკაკუ ისეთივე პროდუქტიული ვეღარ არის, როგორიც აქამდე იყო.

„ფაქტია, რომ იბრაზე მეტად ამ ინციდენტმა ბელგიელზე იმოქმედა, თუმცა მან ეს ყველაფერი უდნა დაივიწყოს და კონცენტრაცია მოედანზე გააკეთოს.

„ის ინტერის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია, თუმცა გუშინ იუვენტუსის წინააღმდეგ მან ვერაფერი გააკეთა…“