Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაალანდი:“ ჰაუგე დიდებულ გუნდში თამაშობს“

საიდუმლო არავისთვის არის, რომ მილანი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს ეძებს და ბოლო პერიოდში დორტმუნდის ახალგაზრდა ტალანტის, ერლინგ ჰაალანდის სახელი როსონერის არაერთხელ დაუკავშირეს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, მილანი მინო რაიოლასთან ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. მომდევნო ზაფხულში მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი გახდება და წყაროს მტკიცებით, როსონერი ტრანსფერში რაფაელ ლეაოს ჩართვას შეეცდება.

ჰაალანდმა 2020 წლის ოქროს ბიჭუნას ჯილდო მიიღო, რის შემდეგაც ნაკრებში მის თანაგუნდელ ჰაუგესა და მილანის შესახებ ისაუბრა.

„ცხოვრებაში ბევრი კუმირი მყოლია და ვცდილობდი, რომ მათგან ბევრი რამ მესწავლა, თუმცა მათ შორის გამორჩეული ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ფეხბურთის ისტორიაში.

„ჰაუგე ჩემი კარგი მეგობარია, რომელიც დიდებულ გუნდში თამაშობს. მას უდიდესი ტალანტი აქვს. თუ ის მუშაობას გააგრძელებს, წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება. ჩემი ოცნება ? ჩემპიონთა ლიგის მოგება…“