Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაკანი 6.5 მილიონს ითხოვს

მილანის შემტევი ჰაკან ჩალჰანოღლუ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 6.5 მილიონ ევროს ითხოვს.

ჩალჰანოღლუს კონტრაქტი, რომელმაც გუშინდელი სამწვრთნელო სესიის დროს ტრავმა მიიღო და გუნდს 10 დღით დააკლდება, 2021 წლის ივნისში იწურება.

ჰაკანმა მილანში დარჩენის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით ფეხბურთელის აგენტი მილანის ხელმძღვანელობას სეზონში 6.5 მილიონ ევროს სთხოვს.

26 წლის ფეხბურთელის ხელფასი მიმდინარე ხელშეკრულებით 2.5 მილიონი ვროა.