Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაკანს მინიმუმ 10 დღე გაუცდება

რამდენიმე საათის წინ გაცნობეთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუმ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით მას ევროპა ლიგაზე გასამართი მატჩი სელტიკის წინააღმდეგ გაუცდებოდა.

Sky Sport Italia აქვეყნებს ინფორმაციას, რომ თურქ ფეხბურთელს სერიოზული ტრავმა არ აქვს. მას სრული გამოკვლევა რამდენიმე წუთის წინ ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ჰაკანს კოჭზე გაჭიმულობა აქვს და ის დაახლოებით 10-12 დღეს იუქმებს.