Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკან ჩალჰანოღლუ დისკვალიფიკაციის გამო ლაციოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილებით, ინტერის ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ ლაციოს წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ვერ მოახერხებს.

თურქ ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო ბოლონიასთან შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა და ინძაგის განკარგულებაში ლაციოსთან მატჩში დაბრუნებულიყო, თუმცა იმის გამო, სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილებით, ინტერს ბოლონიასთან მატჩში ტექნიკური გამარჯვება არ ჩაეთვლება და ის უბრალოდ გადაიდება, ჩალჰანოღლუს კი სასჯელის მოხდა ლაციოსთან შეხვედრაში მოუწევს.