Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმიმ მაიკონის რეკორდი გაიმეორა

აშრაფ ჰაკიმიმ რომას წინააღმდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ეს მისთვის მიმდინარე სეზონში რიგით მე-6 გამოდგა და ამ მაჩვენებლით გუნდის ლეგენდარულ უკანახაზელ მაიკონს გაუთანაბრდა.

22 წლის ფეხბურთელმა რომას წინააღმდეგ ბროზოვიჩის გადაცემით იხეირა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა მანჩინის გვიანი გლოით გუნდებმა თითო ქულა გაიყვეს.

ჰაკიმი გახდა პირველი მცველი ბრაზილიელი მაიკონის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში ინტერის მაისურით 6 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ბრაზილიელს ამისთვის 2009-10 წლების სეზონში 33 მატჩი დასჭირდა.