Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმის აგენტი:“ აშრაფი ინტერში ბედნიერია“

აშრაფ ჰაკიმის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პსჟ-სთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს.

„მედიაში ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. პსჟ-სთან ამ ეტაპზე არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ და არც არავისთან შეთანხმება არ არსებობს.

„აშრაფი ინტერში თავს შესანიშნავად გრძნობს. ჯერჯერობით რა მოხდება არ ვიცით, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არც ერთ გუნდთან არ გვაქვს.“