Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაკიმის აგენტი:“ ეს შესანიშნავი ისტორიის დასაწყისია“

აშრაფ ჰაკიმის აგენტის თქმით, ფეხბურთელი ინტერში ძალიან ბედნიერია და ის ნერაძურის შემადგენლობაში დიდი ხანი აპირებს დარჩენას.

„ინტერი ჰაკიმის ტრანსფერზე ორი სეზონი მუშაობდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა.

„მათ საჭირო დროს ძალიან სერიოზული ინვესტიცია განახორციელეს და გაიფორმეს 22 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს.

„მისი გაფორმება ევროპის 10 გუნდს სურდა, მაგრამ აშრაფმა ინტერი აირჩია, რადგან მას ნერაძური ძალიან უყვარს და აქ თამაში ყოველთვის სურდა.

„გახდება თუ არა ჰაკიმი ინტერის რობერტო კარლოსი ? ასეთი შედარება დიდი პატივია, თუმცა ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური თვისებები და საკუთარი ისტორია აქვს.

„დღევანდელი ფეხბურთი ძალიან განსხვავებულია და ჰაკიმის და კარლოსის შედარებაც შეუძლებელია, თუმცა დიდი პატივია, როდესაც ასეთ დიდ ლეგენდას გადარებენ.

„აშრაფს 22 წელი ახლახანს შეუსრულდა, ინტერში მას შესანიშნავი ისტორია ელოდება, ეს მხოლოდ თავგადასავლის დასაწყისია. ნერაძურის ამბიციური პროექტი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჰაკიმი აქ უამრავ ტიტულს მოიპოვებს.“

ინტერში გადასვლის შემდეგ, ჰაკიმიმ ინტერის მაისური 18-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.