Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმის აგენტმა დაადასტურა, მოროკოელი ინტერს ტოვებს

აშრაფ ჰაკიმის ინტერიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება და 22 წლის მოროკოელის გუნდიდან წასვლა უკვე თავად ჰაკიმის აგენტმა დაადასტურა.

მან დღეს ინტერის დირექტორებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა მისი პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო დეტალები შეათანხმეს.

შეხვედრის შემდეგ აგენტმა განაცხადა:

„ინტერი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და მისი დატოვება ნებისმიერ ფეხბურთელს გაუჭირდებოდა, მაგრამ ფინანსური სიტუაციის გამო დღეს გარანტირებული არავის არაფერი აქვს.“