Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმის ნაცვლად, ინტერს ლაუტარო დატოვებს ?

რამდენიმე დღის წინ აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ფრანგებმა ბოლო პერიოდში ნერაძურისთან მოლაპარაკებები შეაჩერეს. პსჟ ინტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონს და ბონუსებს სთავაზობდა, თუმცა ბენეამატა თვის მხრივ 80 მილიონს ითხოვდა და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე პარიზელები ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჰაკიმის გარდა ინტერის შემადგენლობაში ყველაზე დიდი ინტერესით რომელუ ლუკაკუ და ლაუტარო მარტინესი სარგებლობებ, თუმცა იმის გამო, რომ ბელგიელი ფორვარდი ხელშეუხებელი ფეხბურთელია, ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლასთან ყველაზე ახლოს ლაუტარო მარტინესია.

არგენტინელი ფორვარდის მიმართ ინტერესი რამდენიმე ინგლისურმა და ესპანურმა გრანდმა დააფიქსირა და მისი გაყიდვა ინტერს საჭირო 100-120 მილიონ ევროს მოუტანს, რომელიც ნერაძურიმ ივლისის ბოლომდე უნდა მიიღოს, რომ ფინანსური ბალანსი შეინარჩუნოს.

გათიშვა