Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაკიმის პირველი 6 თვე სერია ა-ში…

ინტერმა სეზონის სტარტზე 22 წლის აშრაფ ჰაკიმის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა და ბევრი ამ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.

ფეხბურთელმა ყველას დაუმტკიცა, რომ შეტევაში ჩართვა შესანიშნავად შეუძლია და იმის მიუხედავად, რომ მას დაცვით ასპექტში მოსამატებელი აქვს, საერთო ჯამში მის სტარტს სერია ა-ში დადებითად აფასებენ.

ჰაკიმიმ ინტერის მაისური 19 მატჩში მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.