Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმის ტრანსფერში პსჟ-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

პსჟ ინტერთან აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა ბრიტანული მედიის ინფორმაციით ფრანგულ გუნდს ჩელსის სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

The Athletic-ის ინფორმაციით, ლურჯები ინტერიდან რომელუ ლუკაკუს დამატებასაც ცდილობენ, თუმცა ბელგიელი ფორვარდის გარდა აბრამოვიჩს აშრაფ ჰაკიმის დამატებაც სურს.

ჩელსი ჰაკიმის ჯერ კიდევ დორტმუნდში თამაშის პერიოდიდან აკვირდება, თუმცა მაშინ ინტერმა ინიციატივა გამოიჩინა და მოროკოელი ფეხბურთელის გაფორმება მოახერხა, რომელიც შემდეგში გუნდის ერთ-ერთ ლიდერი გახდა, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ბენეამატას მისი გაყიდვა უწევს.

პსჟ ინტერს ჰაკიმის სანაცვლოდ 60 მილიონს სთავაზობს, მილანელები კი თავის მხრივ 80 მილიონს ითხოვენ და ახლა, როდესაც აშრაფს მსურველები მოუმრავლდნენ, ინტერი ფასის დაკლებას ნამდვილად არ მოუსირვებს.