Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმის ტრანსფერში ჩელსი დაწინაურდა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ და ჩელსი აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე ბრძოლას განაგრძობენ და ბოლო საათებში ჩელსი საგრძნობლად გააქტიურდა.

წყაროს ცნობით, ლონდონელები როგორც ფეხბურთელის აგენტთან, ასევე ინტერის მესვეურებთან ხშირ კონტაქტზე არიან და შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

რომანოს მტკიცებით, ჩელსი მზად არის ინტერს 60 მილიონი შესთავაზოს, ზუსტად იმდენის, რამდენსაც პსჟ იხდის, თუმცა 60 მილიონთან ერთად ლონდონელები ბენეამატას ემერსონ პალმიერის სთავაზობენ, რომლის ტრანსფერით ინტერი დიდ იხანია ინტერესდება…