Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმის შემდეგ, ინტერი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გაასხვისებს

აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია, მაგრამ მისი გაყიდვა მხოლოდ დასაწყისია და ნერაძური რამდენიმე ფეხბურთელის მსურველებს უკვე ეძებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნერაძურის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდიდან რაჯა ნაინგოლანის, არტურო ვიდალის, მატიას ვესინოს, ივან პერიშიჩის და ალექსის სანჩესის გაშვება სურს, რაც ბენეამატას მათთვის გადასახდელი ხელფასის სახით საკმაოდ მსუყე თანხას დაუზოგავს.

წყაროს ცნობით, ინტერის წარმოამდგენლებმა ჩამოთვლილი ფეხბურთელების აგენტებს უკვე აცნობეს, რომ ისინი სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედიან, თუმცა რამდენად მოისურვებენ ისინი კოლოსალურ ხელფასზე უარის თქმას რთული წარმოსადგენია…