ჰაკიმის შემდეგ, ინტერი შესაძლოა ლუკაკუამც დატოვოს…
რომელუ ლუკაკუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ინტერში ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ნერაძურის მფლობელებს სხვა გეგმები აქვთ.
FcInterNews-ის ინფორმაციით, ბენეამატა ბელგიელი ფორვარდის ტრანსფერზე დაყენებას ოფიციალურად არ აპირებს, მაგრამ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, მას აუცილებლად განიხილავს.
წყაროს ცნობით, ინტერს ლუკაკუს სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს და თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ამ თანხის გადახდას დათანხმდება, რომელუმ შესაძლოა იტალია დატოვოს.