ჰაკიმი არის,ახლა ტონალის ჯერია

მილანის ინტერმა ჰაკიმის ტრანსფერზე ყველაფერი მოაგვარა და მადრიდის რეალის ფეხბურთელი მილანს სამშაბათს ეწვევა,რომ სამედიცინო შემოწმება გაიაროს და გუნდთან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

თუმცა ამით ბეპე მაროტას საქმე არ დამთავრებულა.ბოლო დროს გუნდი ჰაკიმის ტრანსფერზე იყო გადართული და სანდრო ტონალის შესახებ ხმები თითქოს მიწყნარდა.ისიც კი დაიწერა,რომ ინტერმა ფეხბურთელის ყიდვა გადაიფიქრა.

თუმცა,იუვენტუსისა და მილანისთვის სამწუხაროდ,ტონალი ინტერის სატრანსფერო სიის სათავეშია და გუნდი იტალიელს მიუბრუნდა.გავრცელებული ინფორმაციით,ინტერმა 35 მილიონიანი წინადადება უკვე გაუკეთა ბრეშას და მხარეებს შეთანხმებამდე 5 მილიონი აშორებთ,თუმცა ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე,ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.