Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაკიმი და ვიდალი ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებენ ?

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არტურო ვიდალმა ტრავმა მოირჩინა და ინტერს იმედი აქვს, რომ ჩილელი ნახევარმცველი ნაპოლის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ტრავმა ბოლონიასთან მატჩის დროს მიიღო, თუმცა ნერაძურის სერიოზული გამოცდის წინ ჩილელი ფეხბურთელი უბრუნდება.

წყაროს ინფორმაციით, თამაშს მოახერხებს აშრაფ ჰაკიმიც, რომლის ტრავმაც სერიოზული არ აღმოჩნდა.

ნერაძური სერია ა-ს მე-2 პოზიციას იკავებეს და მილანს 3 ქულით ჩამორჩება.