Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი:“ ეს ტიტული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“

აშრაფ ჰაკიმიმ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სასუოლო – ატალანტას მატჩის შედეგს მოუთმენლად ველოდებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა. იტალიაში ჩემი პირველი სეზონი ძალიან პოზიტიური გამოდგა და ეს ტიტული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, სკუდეტო დასტურია იმისა, რომ მე სწორი არჩევანი გავაკეთე.

„რატომ დავტოვე რეალი ? ბევრს ჰგონია, რომ მე უფრო მეტი სათამაშო დრო მსურდა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მადრიდი ჩემი სახლი იყო და მე იქ დარჩენა მსურდა, თუმცა მათ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვფიქრობ, რომ რეალში სათამაშოდ მზად ვიყავი, მაგრამ ეკონომიკური სირთულეების გამო მე გუნდის დატოვება მომიწია.

„დავბრუნდები თუ არა მადრიდში ? მათ ჰქონდათ შანსი, რომ მე გუნდში დავრჩენილიყავი, მაგრამ ეს არ მოისურვეს, ახლა ინტერში ბედნიერი ვარ და ჩემთან არავის დაურეკავს.“