Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი:“ იმედი მაქვს, კონტე ინტერში დარჩება“

აშრაფ ჰაკიმის თქმით, ის ინტერის დატოვებას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ კონტე გუნდში დარჩება და ნერაძური ტიტულების მოგებას კიდევ მოახერხებს.

ინტერში რთული ფინანსური სიტუაციის გამო გუნდს შესაძლოა ვარსკვლავების გაყიდვა მოუწიოს, რის გამოც ანტონიო კონტე უკამყოფილოა და თუ ჟანგისგან გარანტიებს ვერ მიიღებს, ის ბენეამატას დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

„ანტონიო კონტე შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და თითოეული ჩვენგანისგან იგივეს მოითხოვს.

„ჩემი ინტერში ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ანტონიო კონტე გახდა და როგორც ხედავთ, მე არ შევმცდარვატ. ჩვენ სკუდეტოს მოპოვებით უდიდესი გუნდის ისტორიაში შევედით, თუმცა იმედი მაქვს, რომ კონტე დარჩება და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.“

Gazzetta dello Sport-ი ჰაკიმისთან სრულ ინტერვიუს კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.