Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაკიმი:“ ინტერის და კონტეს სტილი ჩემთვის იდეალურია“

აშრაფ ჰაკიმის თქმით, მან ინტერი იმიტომ აირჩია, რომ მისი თამაშის სტილი ანტონიოს და ინტერის სტილს ემთხვევა.

21 წლის ფეხბურთელმა ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინტერი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი თამაშის სტილი ინტერს იდეალურად მოერგება და ვფიქრობ, რომ გუნდს კარგ დახმარებას გავუწევ. ჩვენ უმაღლესი მიზნები გვაქვს და მომავალ სეზონში სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ.

„კონტე შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთის მიმართ წარმოუდგენელი სიყვარული აქვს და ამ განწყობას თავის გარშემო მყოფ ხალხსაც გადასცემს. მისი მოტივაცია გუნდს ნებისმიერ თამაშში შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას აიძულებს.

„3 – 5 – 2 სქემით დორტმუნდში უკვე ვთამაშობდი და როდესაც ინტერის წინადადება მოვისმინე, მივიჩნიე, რომ ეს ჩემი კარიერის განვითარებისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რადგან მე უდიდესი ისტორიის მქონე გუნდს შევუერთდი, რომელიც ყოველთვის მოსაგებად იბრძვის.“

ჰაკიმი ბოლო 2 სეზონი დორტმუნდში იჯარის წესით თამაშობდა და მის სანაცვლოდ ინტერმა მადრიდის რეალს 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

„გერმანიაში თამაშმა უფრო გამოცდილ ფეხბურთელად მაქცია და ჩემს ძალებში რწმენა შემმატა. იქ ძალიან კარგი წლები გავატარე, თუმცა ახლა ახალი თავგადასავალის დროა და მოუთმენლად ველოდები, თუ როდის გავალ მოედანზე ინტერის მაისურით.

„ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგება და გულშემატკივრების გახარებაა, შემდეგ კი ევროპულ ასპარეზზე იმაზე კარგი შედეგების ჩვენება, ვიდრე გასულ სეზონში.

„აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.“

მარჯვენა უკანახაზელს ინტერის ლეგენდარულ ფეხბურთელს, დუგლას მაიკონს ადარებენ.

„მაიკონი შესანიშნავი მარჯვენა მცველი იყო, რომელსაც წარმოუდგენელი ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერა ინტერში ასეთივე წარმატებული იქნება.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი კუმირი მარსელოა, რადგან მისი თამაშის სტილი ძალიან მომწონს.

„ინტერის ყოფილი ფეხბურთელებიდან ეტო’ოს გამოვარჩევდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობთ, რადგან მან ინტერში ისტორია დაწერა და აფრიკაში ფეხბურთის სიმბოლოდ მიიჩნევა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.