Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი:“ ინტერის მაისურის ტარება ჩემთვის პატივი იყო“

აშრაფ ჰაკიმიმ, რომელიც პსჟ-ში უკვე ოფიციალურად გადაბარგდა, ნერაძურის და მის ქომაგებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„ეს ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად შესანიშნავი წელი იყო. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რას ნიშნავს ატარო ინტერის მაისური, ამ ფერებით თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.

„ჩვენ ერთად ძალიან ძნელი სეზონი გამოვიარეთ, მაგრამ ერთად გუნდის ისტორია დავწერეთ და უამრავი შესანიშნავი მოგონება დაგვრჩა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩვენთან იქნება.

„მინდა სტაფის თითოეულ წევრს, ქომაგებს, თანაგუნდელებს და თითოეულ ინტერისტას პროფესიონალიზმისთვის, მხარდაჭერისთვის და პატივისცემისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო.

„ინტერს ყოველთვის გულით ვატარებ, გეხვევით ყველას და Forza Inter.”

ინტერმა ჰაკიმი მადრიდის რეალიდან გასული სეზონის სტარტზე 45 მილიონის სანაცვოლდ გაიფორმა. მან ნერაძურის მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 11 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდს სკუდეტო მოაგებინა.

ბენეამატა მისი გაყიდვიშ საერთო ჯამში 71 მილიონს მიიღებს.