Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაკიმი:“ ინტერის რიგებში თამაში დიდი პატივია“

აშრაფ ჰაკიმის თქმით, რომელიც ინტერის გასული სეზონის ბოლოს მადრიდის რეალიდან, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ნერაძურის რიგებში თამაში დიდი პატივია.

„ისეთი ლეგენდარული გუნდის რიგებში ყოფნა, როგორიც ინტერია, ჩემთვის დიდი პატივია.

„ამ გუნდის მაისურით უამრავ დიდებულ ფეხბურთელს უთამაშია და პრივილეგიაა, რომ მათ რიგებს მეც შევუერთდი. მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ გუნდი არ შემცდარა, როდესაც ნდობა გამომიცხადა. სერია ა უკვე ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ აქ ბევრ რამეს ვისწავლი.

„როდესაც ინტერთან კონტრაქტი გავაფორმე ძანეტის ვესაუბრე და ინტერის ლეგენდისგან საჭირო რჩევები მივიღე. იმედი მაქვს, რომ მის განვლილ გზას მეც გავიმეორებ.

„კონტრაქტის გაფორმებამდე კონტესაც ვესაუბრე და ჩვენ ერთმანეთს ძალიან ადვილად გავუგეთ. მან მითხრა, რომ ჩემი თამაშის სტილი ძალიან მოსწონდა და მე მისი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიქნებოდი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იცი, თუ რას ფიქრობს მწვრთნელი შენზე.“