Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი:“ ინტერს შესანიშნავი პროექტი აქვს“

აშრაფ ჰაკიმიმ ნერაძურის პროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ ანტონიო კონტე რეალში მისვლასთან ძალიან ახლოს იყო.

აშრაფ ჰაკიმი ინტერს გასულ ზაფხულს შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში აქტივში 7 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

„ინტერმა შესანიშნავი პროექტი შექმნა, რომელიც სკუდეტოს მოგებისკენ იყო მიმართული და ამაყი ვარ, რომ გუნდის ისტორიაში ჩემი სახელიც ჩაიწერება.

„ანტონიო კონტეს დამსახურებით, მე დაცვაში თამაშს ბევრად მოვუმატე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი, მე ეს მჭირდებოდა.

„კონტე ძალიან მომთოხნი ადამიანია, რომელიც ტაქტიკაზე ბევრს მუშაობს და მოვლენების ყველა სცენარისთვის არის მზად.

„კონტემ ერთხელ მითხრა, რომ ის მადრიდის რეალში მისვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა.“