ჰაკიმი მილანშია

აშრაფ ჰაკიმი რამდენიმე წუთის წინ მილანის აეროპორტში დაეშვა.მოროკოელი უკანახაზელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ინტერთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ნერაძურის მისი გაფორმება 45 მილიონი ევრო დაუჯდება და ფეხბურთელის ხელფასი სეზონში დაახლოებით 5 მილიონი ევრო იქნება.

21 წლის ფეხბურთელი ანტონიო კონტეს სქემაში იდეალურად ჩაჯდება.მან მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,სადაც 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა,რაც ფლანგის მცველისთვის არაჩვეულებრივი სტატისტიკაა და თუ გავითვალისწინებთ,რომ კონტეს გუნდებში ფლანგებზე ყველაზე დიდი დატვირთვა მიდის,ფეხბურთელი ნერაძურისთვის საკმაოდ დიდი ძალა იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.