Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის

ფრანგული მედიის ინფორმაციით, აშრაფ ჰაკიმი პსჟ-ში ტრანსფერამდე სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის და ის პარიზელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ფრანგებს მოროკოელი ტალანტის გაფორმება 60 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რასაც სხვადასხვა ბონუსებით 10 მილიონი ევრო დაემატება, ჰაკიმის წლიური გასამრჯელო კი 8 მილიონი ევრო იქნება.

ჰაკიმიმ გასულ სეზონში ინტერის მაისურით 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც აძურის სკუდეტოს მოპოვებაში უდიდესი დახმარება გაუწია.