Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი შესაძლოა ინტერში დარჩეს, თუმცა…

რამდენიმე დღის წინ აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო საათებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერი მოროკოელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის – 80 მილიონი ევროს შემცირებას არ აპირებს, ამ თანხის გადახდა კი არც პსჟ-ს და არც ჩელსის არ სურთ და ფეხბურთელის ინტერში დარჩენის შანსი ძალიან დიდია.

ამის მიუხედავად, ინტერის ფინანსური პრობლემები არსად გამქრალა და ჰაკიმის დარჩენა სხვა რომელიმე ვარსკვლავის წასვლას ნიშნავს.

წყაროს ინფორმაციით, ატლეტიკო ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე სერიოზულად აქტიურობს და დიეგო სიმეონესთან ერთად მუშაობის წინააღმდეგი არც თავად არგენტინელი ფორვარდია, თუმცა ბენეამატა მის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს.