Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰამშიკი:“გატუზოს გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი“

ნაპოლის ყოფილი კაპიტნის,მარეკ ჰამშიკის აზრით,ის გატუზოს ნაპოლის იდეალურად მოერგებოდა.

ჯენარო გატუზოს გუნდში დანიშვნის შემდეგ,გუნდი საკმაოდ ცუდ თამაშს აჩვენებდა,თუმცა ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 1 წააგო და რამდენიმე დღის წინ Coppa Italia-ს ფინალში იუვენტუსის დამარცხებაც შეძლო.

„ნაპოლის თამაშში ყველამ დაინახა,რომ გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული და ერთიანად იბრძვიან გამარჯვების მოსაპოვებლად.

„მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არავისთვის იქნება,ვუყურებ და ვხედავ,რომ გუნდი გატუზოს უსიტყვოდ ენდობა და მის ყველა იდეას უჭერს მხარს.


„გატუზო სერიოზული პერსონაა,რომელიც თავის სათქმელს პირდაპირ იძახის,ვფიქრობ,მის გუნდს კარგად მოვერგებოდი და სიამოვნებით ვითამაშებდი.

„ჯენაროს თავიდან გუნდში პრობლემები ჰქონდა,თუმცა მისმა ხასიათმა და პროფესიონალიზმმა ეს რთული პერიოდი დააძლევინა და ახლა ნაპოლი იმ სახეს იბრუნებს,რასაც ის იმსახურებს.“

32 წლის ფეხბურთელი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე იყო,სანამ დრის მერტენსი Coppa Italia-ს ნახევარფინალში ინტერს გაუტანდა და ჰამშიკის რეკორდს 123 გოლით გაასწრებდა.

„მერტენსი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და ადამიანია.მე ვიცი,თუ რამდენად უყვარს მას ეს ქალაქი და მაისური.

„ის უკვე ნაპოლის სახეა.მერტენსი ბედნიერია,რომ გუნდის ბომბარდირი გახდა და მეც ბედნიერი ვარ,რომ სწორედ მან მოხსნა ჩემი რეკორდი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.