Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰამშიკი შესაძლოა ნაპოლიში დაბრუნეს

ნაპოლის ყოფილმა კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა ნაპოლიში დაბრუნება არ გამორიცხა.

ჰამშიკმა ჩინური დალიანი ახლახანს დატოვა და კონტრაქტი გოტებორგთან გააფორმა, თუმცა მან ნაპოლიში, სადაც 520 მატჩი აქვს ჩატარებული, დაბრუნება არ გამორიცხა.

„არასოდეს თქვა არასოდეს, მე ნაპოლიში დაბრუნებას არასოდეს გამოვრიცხავ, რადგან იქ თითქმის მთელი ჩემი კარიერა გავატარე.

„მათ ჩემს გულში გამორჩეული ადგილი აქვთ, ნეაპოლი ჩემი მეორე სახლია და მომავალში შესაძლო ვარიანტი, მაგრამ ახლა მე ამაზე არ ვფიქრობ.“

33 წლის ფეხბურთელმა შვედურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და პარტენოპეის მისი გაფორმება ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

გათიშვა