Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰანდანოვიჩი:“ეს მხოლოდ დასაწყისია“

სამირ ჰანდანოვიჩმა სევილიასთან ევროპა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა წინ უნდა ვიყუროთ… როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და იმედი გვაქვს, რომ ასეთი რანგის თამაშებს კიდევ ბევრჯერ ვითამაშებთ.

„ახლა მიზეზებზე საუბრის დრო არ არის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლუკაკუს შანსი რომ გამოეყენებინა, თამაში სხვანაირად განვითარდებოდა.

„დღეს ორი არაჩვეულებრივი, შემტევი ხასიათის გუნდი ვიხილეთ. ჩემი აზრით, მეორე ტაიმში ბურთი უკეთ უნდა დაგვეჭირა, რადგან აშკარა იყო, რომ ისინი ჩვენზე დაღლილები იყვნენ.

„მესამე გოლი უბრალოდ უიღბლობა იყო. ბურთი კარებს საერთოდ ცდებოდა, თუმცა ლუკაკუს მოხვდა დაგოლი გავიდა, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.

„სევილიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ძალიან სოლიდური გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ინტერს კარგი ფუნდამენტი უკვე აქვს და ამ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.