Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰანდანოვიჩი ინტერში ბოლო სეზონს ჩაატარებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოდმევნო სეზონი სამირ ჰანდანოვიჩისთვის ბენეამატას რიგებში ბოლო იქნება და ის გუნდს აუცილებლად დატოვებს.

გამოცემა Gazzetta-ს ინფორმაციით, 37 წლის კიპერი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან ნერაძური მას ახალ ხელშეკრულებას აღარ შესთავაზებს.

მისი მიმდიანრე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა. რამდენიმე წყარომ ისიც კი ივარაუდა, რომ კორონა ვირუსის გამო არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა ჰანდანოვიჩს ინტერში ადგილი შეუნარჩუნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ინტერს ამ ზაფხულს დატოვებდა…