Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰანდანოვიჩი ინტერში დარჩენას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის კაპიტანი სამირ ჰანდანოვიჩი დიდი ალბათობით ბენეამატას რიგებში კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

ნერაძურიმ ანდრე ონანასთან პრე-კონტრაქტი უკვე გააფორმა და კამერუნელი კიპერი ინტერის რიგებს სეზონის ბოლოს შეუერთდება, თუმცა ბენეამატა მზად არის ჰანდანოვიჩს კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს, თუ ის ხელფასის შემცირებას და მეორე მეკარის პოზიციას დათანხმდება.

FcInterNews-ის ინფორმაციით, 37 წლის სლოვენიელი კარის დარაჯი მზად არის ინტერის წინადადებას დათანხმდეს და 25 წლის კიპერთან ძირითადი შემადგენლობისთვის იპაექროს…