Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰანდანოვიჩი:“ ინტერში იქამდე დავრჩები, სანამ მოტივაცია მექნება“

ინტერის კაპიტანმა გლადბახთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მეკარე ყოველთვის დარდობს, როდესაც 4 შეხვედრაში 8 გოლს უშვებს, თუმცა ჩვენ ამავე დროს ბევრ მომენტს ვქმნით და რა თქმა უნდა, როდესაც დიდი ძალებით უტევ უკან უფრო მეტი სივრცე რჩება.

„ჩემპიონთა ლიგა გაცილებით რთული ტურნირია და თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ჩვენ თამაშის ხარისხს უნდა მოვუმატოთ.“

36 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ინტერთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

„მე თავს კარგად ვგრძნობ და მოტივირებული ვარ. შესაძლოა სტატისტიკა ამაზე ამ ეტაპზე არ მეტყველებს, მაგრამ ფეხბურთის მიმართ ძველებური სიყვარული მაქვს და სანამ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და საჭირო მოტივაცია მექნება, ინტერიდან წასვლას არ ვაპირებ.“

ჰანდანოვიჩი ინტერს უდინეზედან 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ნერაძურის მაისურით 346 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 122-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.