Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰანდანოვიჩი:“ ონანასთან შესაძლო კონკურენცია არ მაშინებს“

სიმონე ინძაგის შემდეგ (იხილეთ აქ), იუვენტუსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე სამირ ჰანდანოვიჩმა ისაუბრა.

„ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირება იტალიური დერბია, რომელსაც დიდი ისტორია ახლავს თან და ჩვენ წინ კიდევ ერთი რთული, თუმცა შესანიშნავი შეხვედრა გველოდება, რომელშიც სასწორზე ტიტული იქნება. ჩვენ ამ შეხვედრაში გამარჯვებას ვაპირებთ, რაც თავდაჯერებულობას უფრო აგვიმაღლებს.

„როგორ შეხვედრას ველოდები ? იუვენტუსის წინააღმდეგ მარტივი მატჩები არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება.

„ონანას ტრანსფერი ? ამ თემაზე საერთოდ არ ვღელავ, რადგან კონკურენცია მე არასოდეს მაშინებდა, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბარი ადრეა, მე 6 თვით ადრე გეგმებს არ ვაწყობ.

„როგორია ინძაგის გუნდში თამაში ? როდესაც გუნდი ასეთ კარგ ფორმაშია და ამდენ გამარჯვებას აღწევს რთულია, სიამოვნება არ მიიღო. ჩვენ გასული 2 სეზონის განმავლობაში საჭირო გამოცდილება დავაგროვეთ, ახლა ინტერს სულ სხვა მენტალიტეტი აქვს, ახლა ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ისიც ვიცით, რომ ფეხბურთში შესაძლოა ყველაფერი 1 კვირაში შეიცვალოს, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

„სკუდეტოს ფავორიტი ? ჩვენ გვსიამოვნებს, რომ ფავორიტებად მოგვიხსენიებენ, მაგრამ სეზონის ბოლომდე ჯერ ძალიან დიდი დრო და ბევრი მატჩია დარჩენილი.“