Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰანდანოვიჩი:“ რეალი უფრო კლინიკური იყო“

ინტერის კაპიტანმა სამირ ჰანდანოვიჩმა რეალთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„საერთო ჯამში, ჩვენ საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა გუნდმა შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოიყენოს. ჩვენ ვიცოდით, რომ რეალი კონტრ-შეტევებზე სახიფათო გუნდია და მათთვის ხელის შეშლა ვერ მოვახერხეთ.

„ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ ჩვენ მეტოქე გუნდის კარებთან უამრავ მომენტს ვქმნით, თუმცა რეალის მსგავსად ჩვენ კლინიკურები არ ვიყავით და დავისაჯეთ კიდეც.

„საბოლოო ჯამში ორივე გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა, ამიტომ დღეს ქომაგებს კარგი სანახაობა ვაჩუქეთ.“