Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰანდანოვიჩი:“ რეალი უფრო მონდომებული იყო“

სამირ ჰანდანოვიჩმა მადრიდის რეალთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავედით და სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

„2 – 2-ის შემდეგ, ჩვენ გატანის ორი შანსი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, ჩვენმა მეტოქეებმა კი თავიანთი შანსების გოლად გადაქცევა მოახერხეს, საბოლოო ჯამში, ისინი უფრო მონდომებულები ჩანდნენ.

„გამარჯვებიდან და მარცხიდან ყოველთვის შეიძლება რაღაც სასარგებლოს სწავლა, თუმცა მომავალში უფრო მონდომებულები უნდა ვიყოთ. საწყენია, რადგან ვიცით, რომ მოგება შეგვეძლო და ეს პირველი შეხვედრა არ არის, რომელმაც ასეთი გრძნობა დაგვიტოვა.

„ჩემი აზრით, ჩვენ რეალს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ და ზოგ მომენტებში ვაჯობეთ კიდეც, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი უფრო მონდომებულები ჩანდნენ და ამან საბოლოო ჯამში გადამწყვეტი როლი ითამაშა.“