Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰანდანოვიჩი შესაძლოა ლაციოში გადაბარგდეს

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერის კაპიტანის სამირ ჰანდანოვიჩის აგენტმა ფეხბურთელის სამსახური ლაციოს შესთავაზა.

ჰანდანოვიჩს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და ნერაძური მზად არის მას ხელშეკრულება 1 სეზონით გაუხანგრძლივოს, თუმცა მას ანდრე ონანას მისვლის შემდეგ მე-2 კიპერის სტატუსით დაკმაყოფილება მოუწევს, რაც როგორც ჩანს ვეტერან ფეხბურთელს არ სურს.

წყაროს ცნობით, ფალი რამადანიმ ჰანდანოვიჩის თაობაზე ლაციოსთან, რომელიც კიპერის ძიებაშია, ფეხბურთელის თაობაზე უკვე ისაუბრა. წყაროს ცნობით, თუ არწივები ტომას სტრაკოშასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ, რომელიც სეზონის ბოლოს თაივსუფალი აგენტი ხდება, ჰანდანოვიჩის ხილვა არწივების რიგებში გამორიცხული არ არის.