Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰანდანოვიჩმა ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნერაძურის კაპიტანმა და კარის დარაჯმა, სამირ ჰანდანოვიჩმა ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ჰანდანოვიჩს ინტერთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურებოდა, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი ის გუნდში 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

სლოვენიელი ფეხბურთელი ინტერში 2012 წელს, უდინეზედან გადავიდა და მას შემდეგ გუნდში 342 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გასულ სეზონში 36 წლის ფეხბურთელმა 48 შეხვედრა ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 16 მათგანში მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.