Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰატებური ატალანტას ტოვებს

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ბოლო წუთზე განცდილი მარცხის შემდეგ,ატალანტას შესანიშნავი სეზონი დასრულდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ წელს დაბრუნდება, თუმცა ბერგამოელებს როგორც ჩანს თამაში ნიდერლანდელი ფეხბურთელის გარეშე მოუწევთ.

26 წლის მარჯვენა მცველმა ბერგამოს დატოვების სურვილი ღიად დააფიქსირა.

„ბოლო 3 წელიწადში ჩვენ შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა ჩემი აზრით მე აქ ვეღარ განვვითარდები. ფეხბურთელის კარიერა ძალიან მოკლეა და მე ახალი გამოცდილების მიღება მსურს. ჩემი დრო ბერგამოში ამოიწურა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.