Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაუგემ დაადასტურა, მილანი მის გაფორმებას ცდილობს

ბოდო/გლიმტის გარემარბმა, ჯენს პეტერ ჰაუგემ მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„ვიცი, რომ გარკვეული კონტაქტი მილანსა და გლიმტს შორის არსებობს. მათ წინააღმდეგ თამაშის დროს, მილანს მოეწონა რაც ნახეს.

„მილანი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ჩემს სტილს შეესაბამება. ეს ცხოვრებისეული შანსია, რომელზეც სერიოზულად უნდა დავფიქრდე, თუმცა პირველ რიგში ტრანსფერზე გუნდები უნდა შეთანხმდნენ.“