Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

იენს პეტერ ჰაუგეს მილანიდან შესაძლო წასვლის შესახებ იტალიურ მედიაში საუბრები არ წყდება და ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი მსურველების ნაკლებობას არ განიცდის.

ჰაუგეს აგენტმა პატრიკ ბასტიანელიმ Sky Sport-ს განუცხადა:

„ჰაუგემ გასულ სეზონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით სეზონის პირველ ნახევარში, შემდეგ კი მას შედარებით ნაკლები დრო ეძლეოდა.

„ის შესანიშნავი ტალანტია, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება და ბუნდესლიგის და პრემიერ ლიგის მხრიდან მის მიმართ ინტერესი მართლაც არსებობს. რა მოხდება ამას ყველა ერთად ვიხილავთ.“