Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჰაუგეს და დონარუმას კორონა ვირუსი აქვთ

მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იენს პეტერ ჰაუგეს და ჯიჯო დონარუმას კორონა ვირუსი აქვთ.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„კორონა ვირუსზე გუშინ აღებული ტესტის პასუხები დღეს მოვიდა და სამწუხაროდ გაირკვა, რომ ჯანლუიჯი დონარუმას, იენს პეტერ ჰაუგეს და სტაფის 3 წევრს კორონა ვირუსი აქვთ.

„ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება და ისინი სახლებში, იზოლაციაში იმყოფებიან.

„დღეს განმეორებითი ტესტირება გუნდის სხვა წევრებს ჩაუტარდათ და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.“

დღეს მილანი რომას დაუპირისპირდება და ფონს გასვლა დონარუმას გარეშე მოუწევს.