Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს მამა:“ მილანში თამაში იენსის ოცნება იყო“

ჰაუგეს შემდეგ, მილანს და მის ქომაგებს მადლობა ნორვეგიელი ფეხბურთელის მამამ გადაუხადა.

„როდესაც იენსი მილანში გადავიდა, ეს მისი ოცნების ახდენა იყო. ახლა ახალი თავგადასავლის დროა, რომელმაც ჩვენ აინტრახტის რიგებში მიგვიყვანა და ეს მისი კარიერისთვის სწორი ნაბიჯია.

„მინდა მილანს და გუნდის თითოეულ ქომაგს მადლობა ვუთხრა იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელიც ჩემმა შვილმა გასული ერთი წლის განმავლობაში თქვენგან მიიღო.

„წინ როსონერის სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ელოდება და ჩვენ გუნდს ყოველთვის ვუქომაგებთ. Forza Milan.”