Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს მილანში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იენს პეტერ ჰაუგეს მილანური ზღაპარი მხოლოდ ერთ წლის შემდეგ დასასრულს უახლოვდება.

ჰაუგე როსონერის რიგებს მას შემდეგ შეუერთდა, რაც ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოდო/გლიმტის შემადგენლობაში მილანის მილანის წინააღმდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მან სტეფანო პიოლის გული ვერ მოიგო და ის არა თუ ძირითადში, არამედ როტაციაშიც იშვიათად ხვდებოდა.

MilanNews-ის ინფორმაციით, ჰაუგეს მსურველები არ აკლია და როსონერის მისი არა იჯარით გაშვება, არამედ 10-15 მილიონის სანაცვლოდ გაყიდვა სურს, მიღებული თანხა კი სხვა პოზიციების გაძლიერებას მოხმარდება.