Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს მილანში დარჩენის იმედი აქვს

ბოლო დღეებში არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, რომ მილანი როდრიგო დე პაულის ტრანსფერში იენს პეტერ ჰაუგეს ჩართვას გეგმავდა, რამაც მილანის ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.

ახალგაზრდა მარცხენა ვინგერმა გასულ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა სტეფანო პიოლის გული ვერ მოიგო და ის ძირითადად მატჩებში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა.

Tuttosport-ის ინფორამციით, ჰაუგეს რამდენიმე ინგლისური გუნდიდან შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა 21 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს მილანში დარჩენა და სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლა სურს.