Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს მომავალი გაყიდვიდან მილანს გარკვეული თანხა შეხვდება

იენს პეტერ ჰაუგე მილანში ბოლო დღეებს ატარებს და მისი აინტრახტში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნორვეგიელი ფეხბურთელი გერმანულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

MilanNews-ის ჟურნალისტის ანტონიო ვიტელოს ინფორმაციით, ჰაუგეს კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში მილანს მიღებული თანხის დაახლოებით 10 პროცენტი ჩაერიცხება.