Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს მსურველები ინგლისში გამოუჩნდა

იენს პეტერ ჰაუგემ თავისი ტალანტი მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, მაგრამ ამის მიუხედავად მას სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და არ არის გამორიცხული, რომ ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ზაფხულში მილანი დატოვოს.

მისი სატრანსფერო ღირებულება სათამაშო დროის სიმწირის მიუხედავად 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მაგრამ როსონერის მისი გაყიდვა არ სურს და მხოლოდ ფეხბურთელის იჯარას განიხილავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანს ჰაუგეს ტრანსფერზე რამდენიმე ინგლისურმა გუნდმა მიმართა და დიდი ალბათობით მომდევნო სეზონს ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელიმე გუნდში იჯარის წესით გაატარებს.