Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს მსურველი გერმანიაში გამოუჩნდა

ვოლფსბურგი მილანის ახალგაზრდა ვინგერის იენს პეტერ ჰაუგეს მიმართ ინტერესს იჩენს და როსონერისთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

ჰაუგეს აგენტმა ანეკე ატამ ცოტა ხნის წინ ვოლფსბურგის ოფისიდან სელფი გამოაქვეყნა და გერმანული Kicker-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრა სწორედ ჰაუგეს ტრანსფერზე გამართეს.

წყაროს ცნობით, მილანი მარცხენა ვინგერის სანაცვლოდ, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ბოდო/გლიმტიდან 5 მილიონად დაიმატეს, 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი რომელიმე გუნდში იჯარით გაანათხოვროს.