Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს მსურველი იტალიაშიც გამოუჩნდა

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი იენს პეტერ-ჰაუგეს მსურველების ძიებაშია და მზადა რის ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესზე გერმანული გუნდების მხრიდან უკვე დიდი ხანია იწერება, მაგრამ Calciomercato-ს ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის გაფორმების სურვილი ტორინომაც გამოთქვა.

წყაროს ცნობით, მილანი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ განიხილავს და მას მხოლოდ 15 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტორინომ მისი გაფორმება მოახერხოს, მილანიდან წასვლის შემთხვევაში კი ჰაუგეს კარიერის გაგრძელება გერმანიაში სურს…