Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაუგეს ტრანსფერისთვის ორი გუნდი იბრძვის

მილანი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს, მაგრამ შემადგენლობის უფრო გასაძლიერებლად გუნდს ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება და წამსვლელთა სიაში მოწინავე პოზიციაზე იენს პეტერ ჰაუგე იმყოფება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, გერმანული გუნდები აინტრახტი და ვოლფსბურგი ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბრძოლას განაგრძობენ და ორივე მათგანი 21 წლის შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონს იხდის, თუმცა როსონერი მეტის გამომუშავებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, მილანი ჰაუგეს გაშვებას 15 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, თუმცა მზად არის ის 13 მილიონის სანაცვლოდ გაუშვას, თუ 2 მილიონს შემდგომში ბონუსების სახით მიიღებს…